“ატლანტა” დეტროიტში დამარცხდა

“ატლანტა” დეტროიტში დამარცხდა

ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” მეორე საგამოფენო მატჩი გამართა. პირველ მატჩში ატლანტელები შინ ოვერტაიმში “მემფისთან” დამარცხდნენ, ამჯერად კი დეტროიტში იგემეს წარუმატებლობა – 85:94.
ქართველმა ცენტრმა ამ შეხვედრაში 15,42 წუთი ითამაშა და დროის ამ როდენობის კვალობაზე საკმაოდ ბევრი – 5 მოხსნა მოაგროვა. ფაჩულიამ დეტროიტელთა ფარს 3-ჯერ შეუტია საშუალო დისტანციიდან, თუმცა მიზანში ვერც ერთხელ ვერ გაარტყა, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო და თამაში 1 ქულით დაასრულა.