ატლანტა ჰოქსი ჩიკაგოსთან აგებს

ატლანტა ჰოქსი ჩიკაგოსთან აგებს

რეგულარულის მორიგ შეხვედრაში “ატლანტა ჰოქსი” გასვლაზე “ჩიკაგო ბულზთან” 94:103 დამარცხდა.
 
საქართველოს ნაკრების ცენტრი ზაზა ფაჩულია მოედანზე 14 წუთს გააჩერეს და ამ დროში მან 8 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
ფაჩულიამ თამაშიდან 7-ში 4 სროლა გამოიყენა და 4 საჯარიმოს შესრულებისას ორჯერ ივარგა. ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო “ბულზის” ფორვარდი დრიუ გუდენი, რომელმაც 31 ქულა დააგროვა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 70 მატჩი, 30:40, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, VIII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: 26 მარტი (საკუთარ მოედანზე, “მილუოკი”).