ატლანტა ჰოქსმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

მშვენივრად თამაშობს “ატლანტა ჰოქსი”, რომელმაც რეგულარულში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და აღმოსავლეთის კონფერენციის საფლეიოფო ზონაში იმყოფება. ამჯერად, მაიკ ვუდსონის გუნდმა გასვლაზე “ვაშინგტონი” 105:96 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების წევრი ზაზა ფაჩულია კვლავ სათადარიგოებში იყო და შეხვედრა 12 წუთში 7 ქულითა და 2 მოხსნით დაასრულა. მან თამაშიდან 4/3 სროლა გამოიყენა და მატჩი 1 ფოლით დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 67 მატჩი, 29:38, VIII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: 19 მარტი (სტუმრად, “ნიუ ჯერსი”).