“ატლანტამ” 6 მოგების შემდეგ პირველი მარცხი “ფინიქსთან” განიცადა

“ატლანტამ” 6 მოგების შემდეგ პირველი მარცხი “ფინიქსთან” განიცადა

„ატლანტა ჰოუქსმა“ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი ამ გამთენიისას, საკუთარ „ფილიპს არენაზე“, 13 395 მაყურებლის წინაშე განიცადა. „ქორები“ „ფინიქს სანსს“ მასპინძლობდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 114:118 წააგეს.
 
ამ მატჩში გადამწყვეტი სათადარიგოთა აქტივობა გახდა. ატლანტელთა ხუთეულს ცუდად არ უთამაშია, შეცვლაზე შესულ მოთამაშეთა მონაგარს თუ გადავხედავთ, ყველაფერი ცხადი გახდება: ფინიქსელმა სათადარიგოებმა ჯამში 46 ქულა შეაშველეს თავის გუნდს, ატლანტელებმა კი მხოლოდ – 15.
 
ვერაფრით გამოირჩა ზაზა ფაჩულიაც, რომელმაც 8,27 წუთი ითამაშა და მოედანი უქულოდ, 1 მოხსნის ამარა დატოვა. ატლანტელებს ახლა 6 მოგება და ერთი მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერობას ანალოგიური შედეგის მქონე „ბოსტონთან“ იყოფენ. მომდევნო მატჩს “ატლანტა” ხვალ გამთენიისას ორლანდოში გამართავს.
 

ფაჩულია ფინიქსელ გორან დრაგიჩს ბოჭავს