“ატლანტამ” აღმოსავლეთი “ორლანდოს” დაუთმო

“ატლანტამ” აღმოსავლეთი “ორლანდოს” დაუთმო

სეზონის ჩინებულად დამწყებმა „ატლანტა ჰოუქსმა“ წაგებებს უხშირა. კვირის დასაწყისში „ნიუ ორლეანთან“ წაგების შემდეგ ზაზა ფაჩულიას გუნდმა დღეს გამთენიისას ძალიან პრინციპული მარცხი განიცადა.
ჯორჯიელები თანადივიზიონელ გრანდს, გასული წლის ფინალისტ „ორლანდოს“ მასპინძლობდნენ, რომელსაც „ატლანტას“ მხოლოდ იმიტომ ჩამორჩებოდა ცხრილში, რომ ერთი წაგებით მეტი ჰქონდა – ორივეს 11–11 გამარჯვება მოეპოვებინათ.
ასეთი პრინციპული მეტოქე ჰყავდა ზაზა ფაჩულიას გუნდს და სამწუხაროდ, ატლანტელებმა ვერ მოახერხეს გამარჯვება – 76:93.
არადა, ატლანტელებმა კარგად დაიწყეს თამაში და პირველი ტაიმის შემდეგ 12 ქულით იგებდნენ, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ ვეღარ გაუძლეს ორლანდოელი გოლიათის – დუაიტ ჰოვარდის შემოტევებს და მესამე 12–წუთეული 14 ქულით წააგეს. ბოლო მეოთხედში ატლანტელებმა ვეღარ მოახერხეს თამაშის გადარჩენა, რადგან ორლანდოელებს გაუმართლათ სამარქაფო და აქამდე სრულიად უსახურად მოთამაშე ვეტერანმა ენტონი ჯონსონმა, რომელმაც 14 ქულა ჩააგდო უკანასკნელ 12–წუთეულში.
ზაზა ფაჩულიას 15 წუთი მიეცა თავის გამოსაჩენად და ქართველმა ცენტრმა 6 ქულას, 4 მოხსნას და 1 დაფარებას მოუყარა თავი, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ზაზამ ამ მატჩში მხოლოდ 2–ქულიანები ესროლა – 9–დან 3 მოათავსა „ორლანდოს“ კალათში.
ამ მარცხით „ატლანტამ“ სამხრეთ–აღმოსავლეთის დივიზიონში (და სრულიად კონფერენციაში) პირველობა „ორლანდოს“ დაუთმო. მომდევნო მატჩს ატლანტელები ხვალ გამთენიისას ფილადელფიაში გამართავენ.
 

ზაზა ფაჩულიას “ორლანდოს” პოლონელი ცენტრი მარცინ გორტატი აედევნა