“ატლანტამ” “დეტროიტი” დაამარცხა

ზაზა ფაჩულიამ სეზონის პირველ ორმაგ დუბლს შედარებით პასიური თამაში მოაყოლა. „ატლანტა ჰოუქსმა“ შინ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ–ერთი აუტსაიდერი „დეტროიტი“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში, 91:85 იმარჯვა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 17 წუთი გაატარა და 2 ქულას დასჯერდა. ზაზა აქტიური იყო ფარქვეშ და საბოლოოდ 7 მოხსნაც მიითვალა.
ატლანტელებისთვის ეს 49–ე გამარჯვება იყო მიმდინარე სეზონში და ისინი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე–3 ადგილს ინარჩუნებენ.