“ატლანტამ” “ორლანდოში” ნავსი გატეხა

“ატლანტამ” “ორლანდოში” ნავსი გატეხა

„ატლანტა ჰოუქსმა“ ყველაზე უხერხულ მეტოქეს მოუგო. გასული წლის საპლეიოფო სერიაში ზაზა ფაჩულიას გუნდი 0:4 დამარცხდა „ორლანდოსთან“, ბოლო 12 შეხვედრიდან კი მხოლოდ ერთხელ იმარჯვა. ატლანტელებს ორლანდოში 2 წელზე მეტია, არ მოეგოთ და ეს ბედნიერება დღეს განიცადეს. ფლორიდაში გამართულ შეხვედრაში ფაჩულიას გუნდმა 80:74 დაამარცხა „ორლანდო“.
 
მოგება მოგებად, მაგარამ ქართველმა ცენტრმა  თავისი თამაში ვერ აჩვენა. ფაჩულიამ 12,30 წუთი ითამაშა და მოედანი უქულოდ დატოვა. ზაზამ ერთხელ შეუტია მასპინძელთა ფარს, მაგრამ მიზანში ვერ გაარტყა. ფაჩულიაას აქტივში 4 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა.
 
მომდევნო მატჩს ატლანტელები შინ „ნიუ ჯერსისთან“ ამაღამ ჩატარებენ.
 

ზაზა ფაჩულია და დუაიტ ჰოვარდი ბურთისთვის იბრძვიან