ატლანტამ ტორონტო დაამარცხა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს ზაზა ფაჩულიამ და მისმა “ჰოქსმა”. ამჯერად, გუნდმა საკუთარ მოედანზე დამატებით დროში “ტორონტო” 127:120 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე 16 წუთი დაჰყო და ამ დროში 9 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. ფაჩულიამ 2 შეცდომა დაუშვა და შეხვედრა 3 პერსონალური შენიშვნით დაასრულა.

ჯო ჯონსონმა 28 ქულა დააგროვა და მატჩი 11 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 75 მატჩი, 35:40, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, VIII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: 4 აპრილი (საკუთარ მოედანზე, ფილადელფია).