“ატლანტამ” წააგო, ფაჩულია – უქულოდ დარჩა

2 გამარჯვების შემდეგ ისევ წარუმატებად ითამაშა „ატლანტა ჰოუქსმა“. ზაზა ფაჩულიას გუნდი შინ „დალასთან“ 93:98 დამარხცდა. ქართველმა ცენტრმა 11 წუთი ითამაშა და მოედანი ერთი მოხსნით დატოვა. ფაჩულიამ მხოლოდ ერთხელ შეუტია საშუალო მანძილიდან და ისიც არაზუსტად.
 
ატლანტელებს ვერ უშველა ალ ჰორფორდის დიდებულმა გარჯამ, რომელმაც შთამბეჟდავი სტატისტიკა აჩვენა: 20 ქულა, 20 მოხსნა, 5 პასი, 3 დაფარება, 1 ჩაჭრა და არც ერთი დაკარგვა. ჰორფორდმა თამაშიდან განხორციელებუილი 12 სროლიდან 10 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზზე კი არ დამდგარა.
 
ატლანტელებს 8 მოგება და 5 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში „მაიამისთან“ ერთად IV-V ადგილებს იყოფს.