„ატლანტა ჰოუქსს“ რთული პერიოდი დაუდგა. 2 დღეში „კლივლენდთან“ 2 მარცხის შემდეგ „ქორებმა“ ახალი წლის პირველ დღეს შინ საშუალოზე სუსტ „ნიუ იორკთან“ ოვერტაიმში 108:112 წააგეს.
ნიუირკელებს არ ჰყავთ ძლიერი გუნდი – მათ 12 მოგება და 20 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე–10 ადგილზე არიან, თუმცა ბობოლა „ჰოუქსს“ უკვე მეორე შეხვედრა მოუგეს ატლანტაში.
ჯორჯიელთა დამასამარებელი გამოდგა ტანმორჩილი ნეიტ რობინსონი, რომელიც 1 დეკემბრის შემდეგ მოედანზე არ გასულა. მწვრთნელ მაიკ დანტონისთან გართულებული ურთიერთობის გამო რობინსონმა გასული 13 მატჩი სრულად სათადარიგო სკამზე გაატარა და მოულოდნელად ატლანტელებთან გამოჩნდა მოედანზე. გამოჩნდა და 41 ქულა მიითვალა, საიდანაც 11 დამატებით დროში ჩაუგდო ატლანტელებს და ნიუიორკელებისთვის გამარჯვებაც პირადად გამოჭედა.
ზაზა ფაჩულია ამ მატჩში 8 წუთითა და 27 წამით გამოჩნდა მოედანზე და 5 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ზაზამ 3–დან 2 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 1 საჯარიმოც მოაყოლა.
ეს გამოდგა მე–10 მარცხი ატლანტელებისთვის და ისინი აღმოსავლეთის ცხრილში მე–4 ადგილზე მყარად დამკვიდრდნენ, მესამეზე ასვლის პერსსპექტივა კი ძალას კარგავს.
მომდევნო მატჩს „ატლანტა“ მაიამიში „ჰითთან“ზეგ გამართავს.
ზაზა ფაჩულია მარკუს ლენდრის აფარებს