“ატლანტას” ბოლო წამების დრამა

„ატლანტა ჰოუქსმა“ ბოლო 2 დღეში 2 მატჩი გამართა და ერთში ბოლო წამზე მიღებული სამქულიანით წააგო, ხოლო მეორეში სირენის თანხლებით ჩაგდებული სამიანით გაიმარჯვა.
ზაზა ფაჩულიას გუნდი თითქმის მთელი თამაში უგებდა სტუმრად „ნიუ ჯერსის“, მაგრამ დევინ ჰარისის დიდებული თამაშის წყალობით მასპინძლებმა გათანაბრება მოახერხეს და ოვერტაიმში გადასული მატჩი ვინს კარტერის სირენის თანხლებით ჩაგდებული სამქულიანით მოიგეს – 93:91
 

ფაჩულია ჰიუსტონელ აარონ ბრუკსს აედევნა
 
ფაჩულიამ „ნიუ ჯერსისთან“ 23 წუთი ითამაშა და 4 ქულას, 8 მოხსნას, 4 პასს, 2 ჩაჭრას და 2 დაფარებას მოუყარა თავი. წუხელ კი „ჰიუსტონთან“ ქართველ ცენტრ სათამაშოდ18 წუთი ებოძა და ზაზამაც 10 ქულა ისე შეაგროვა, ბურთი არ აუცილებია: 4–დან ოთხივე ორქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმოც ზუსტად მიითვალა. ზაზამ, ასე ვთქვათ, გარდატეხა მოახდინა ამ მატჩში. თავიდან დაწინაურებულ ატლანტელებს „ჰიუსტონი“ მეორე ტაიმის დასაწყისში წამოეწია. მესამე მეოთხედის შუაში მოედანზე ქართველი ცენტრი გამოჩნდა და 6 წუთში 10 ქულის მოგროვება შესძლო. „ატლანტამ“ ზაზას დახმარებით მეტოქის მიძალება მოიგერია და ბოლო მეოთხედში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რაც უკვე მაიკ ბიბის დამსახურებაა. ანგარიში თანაბარი იყო და საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე ბიბიმ ჯო ჯონსონისგან მიღებული პასი სამ ქულაში გარდასახა – 103:100.
ეს აღმოჩნდა ატლანტელთა 22–ე გამარჯვება და „ქორები“ აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ ინარჩუნებენ მეოთხე ადგილს.