ატლანტას უქმეები – 2 მატჩი, 1 მოგება, 1 წაგება

შაბათ-კვირას ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოქსმა” რეგულარულ ჩემპიონატში ორი შეხვედრა გამართა.ჯორჯიელები ჯერ გასვლაზე “ტორონტოს” შეხვდნენ და 92:105 დამარცხდნენ. ფაჩულიამ 35 წუთში 12 ქულა დააგროვა და ამის გარდა, “ჰოქსს” 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი 24 ქულით მერვინ უილიამსი იყო, რომელმაც 38 წუთში 24 ქულა დააგროვა.მეორე დღეს ზაზას გუნდი “ლოს ანჯელეს კლიპერსს” დაუპირისპირდა. ზაზამ ამ სეზონში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამართა. კრის კამანისა და ელტონ ბრენდის წინააღმდეგ მან 33 წუთში თავის გუნდს 22 ქულა შესძინა და ამასთან ერთად, მის ანგარიშზე 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა იყო.