სუპერლიგის მე–10 ტური დღეს ბათუმში დაიწყო. აჭარის დედაქალაქში ჩასულ სუპერლიგის ლიდერთაგან „ავიამშენს“ მორიგი გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბათუმელებმა თავიდან დიდი წინააღმდეგობა
გაუწიეს ლევან მოსეშვილის გუნდს.თამაშის დასაწყისში თითქმის ყველაფერი გამოსდიოდათ მასპინძლებს – განსაკუთრებით გუნდის მოთამაშე პრეზიდენტ ვანო მაისურაძეს, რომელმაც სამქულიანებიტ აიკლო „ავიატორები“ და საბოლოოს მოხვეჭილი 28 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.პირველი მეოთხედი 30:26 მოიგეს ბათუმელებმა, თუმც შემდეგ საბრძოლველად ძალები აღარ ეყოთ. მეორე ათწუთეულში თბილისელები რიჩარდ მათიაშვილისა და ირაკლი ბერიშვილის წყალობით დაწინაურდნენ და დიდ შესვენებაზე 11–ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. დარცენილ დროში არაფერი შეცვლილა – „ავიამშენი“ იოლად მივიდა გამარჯვებამდე და ცხრილში მეორე ადგილი გაიმყარა.