შარშანდელი ფინალისტი, ვერცხლის პრიზიორი თბილისის „ავიამშენი“ ბრინჯაოს მედალოსანია. ლევან მოსეშვილის გუნდმა დღეს სპორტის სასახლეში სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 101:72 დაამარცხა და მესამე ადგილს დასჯერდა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელი შარშანდელის დარად ამჯერადაც ერთმა მატჩმა გამოავლინა. თსუ და „ავიამშენი“ ნახევარფინალში დამარცხებით გულდამძიმებულები იყვნენ და მესამე ადგილისთვის მატჩისთვის ისეთი მონდომებით ვერ თამაშობდნენ, როგორიც საჭიროა. მოსეშვილის გუნდს ჩემპიონობის ამბიცია ჰქონდა, ხოლო თსუ–მ მთელი ჩემპიონატი ფინანსურ გაჭირვებაში გაატარა, შუა სეზონში წამყვანი მოთამაშეებიც დაკარდა და როგორც გუნდის მწყვთნელ–მოთამაშეები ამბობდნენ, ნახევარფინალში მოხვედრაც გვარიანი წარმატება იყო მათთვის.თუმცა ეს იმას სულაც არ მიშნავდა, რომ მესამე ადილის მოგება არ უნდოდათ სტუდენტებს. თუმცა სურვილი ერთია და რეალობა მეორე. ლევან მოსეშვილის დამოძღვრილმა „ავიატორებმა“ ერთი ტაიმი აცადეს სტუდენტებს, მერე კი, მესამე მეოთხედში, სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.გამარჯვებულთაგან თავი დავით ბერიშვილმა (21 ქულა), გიორგი პირველაშვილმა (20) და ვახტანგ ნაცვლიშვილმა (18) გამოიჩინეს, რომელთა აქტიურობით „ავიამშენმა“ ბრინჯაოს მედლების მომტანი ლიდერობა დაიბევა.