“ავიამშენი” თასს “ენერჯი–ინვესტისგან” დაიცავს

საქართველოს თასის გათამაშება 2009
ავიამშენი 73:71 ნტდ–თბილისი
20:20 19:13 17:19 17:19
ავიამშენი: ი. ბერიშვილი (9), ნიკოლაძე (6), ბოისა (4), ნაცვლიშვილი (21), მათიაშვილი (10 ქულა, 13 მოხსნა); ბერაია, კვიმსაძე, კვიმსაძე, მინაშვილი (6), პირველაშვილი (8), შერმადინი, დ. ბერიშვილი (9)
ნტდ: ფაშაევი (13), სარიევი (10), დ. ბარბაქაძე (14 ქულა, 9 მოხსნა), სუხიშვილი (3), ათუაშვილი (12 ქულა, 10 მოხსნა); ჩიტაშვილი (7), ნუფთალიევი (7), როდუმტა (2), კოღუაშვილი (3), ბახშიევი
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი: თენგის ქიქოძე
 
ენერჯი–ინვესტი 91: 74 სასოფლო
18:24 24:9 30:22 19:19
ენერჯი: გამყრელიძე (4), ტუღუში (21 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი), ლეჟავა (14), ბაბიაშვილი (17), : უგრეხელიძე (2); დვალიშვილი (2), დიდია (3), ცეკვავა (3), არწივიძე (8), ტუჯანი (5), ჭოჭუა (12)
სასოფლო: წივწივაძე (17),  მარხვაშვილი (9), მ. ბერიშვილი (19), დ. ბარბაქაძე (10), ათანელიშვილი (14); გულისაბედაშვილი (3), გასიტაშვილი, ტყეშელაშვილი, ყველაშვილი (2), ბოქოლიშვილი
მსაჯები: მაკა კუპატაძე, ხათუნა გაბედავა
კომისარი: როლანდ ხომერიკი
 

ენერჯი – სასოფლო
 
საქართველოს თასი წლეულს მეშვიდედ თამაშდება და ეს ტიტული აქამდე 5 გუნდს მოუგია. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ამ გუნდების რიცხვში არაა ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი „ენერჯი–ინვესტი“. რუსთაველებმა შარშან ნახევარფინალი წააგეს, შარშანწინ – ფინალი, ახლა კი მათ ჩინებული შანსი ეძლევათ, ერთადერთი მოუგებელი ქართული ტიტულიც დაისაკუთრონ.
ქვემოქართლელებმა დღეს თასის ნახევარფინალში სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს და ფინალშითამაშის უფლება მოიპოვეს. დავით უსტიაშვილის გუნდს მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუჭირდა, სანამ თამაშს დაალაგებდა და „სასოფლოს“ ისეთ ტაქტიკას დაუპირისპირებდა, რითაც გამარჯვებაქს იოლად მოიპოვებდა.
დასაწყისში სტუდენტები უკეთ ირჯებოდნენ: ბექა წივწივაძე და გიორგი მარხვაშვილი კარგად მოქმედებდნენ უკანა ხაზში და პასებით ხომ კვებავდნენ მაღლებს, შედეგიან გარღვევებს  თავადაც ახორციელებდნენ. ამერიკიდან დაბრუნებული მიხეილ ბერშვილი ოპტიმალურ ფორმაში არაა, მაგრამ რუსთაველებს მაინც პრობლემებს უქმნიდა დასაწყისში. შედეგად, „სასოფლო“ გალიდერდა და პირველი მეოთხედი 24:18 მოიგო.
 

რუსთაველი ლაშა გამყრელიძე სასოფლოელ გიგი ბარბაქაძეს წამოდგომაში ეხმარება
 

ზვიად ბაბიაშვილი (#5) ფარქვეშ ძალიან სასარგებლო იყო
 
მიხეილ კობეშავიძის შეგირდები მცირე შესვენების შემდეგაც აგრძელებდნენ ყოჩაღობას, თუმცა მალე რუსთაველებმაც მიაგნეს საკუთარ თამაშს. კოტე ტუღუშმა ჯერ შორიდან „დაბომბა“ სტუდენტების კალათი, მერე კი ზვიად ბაბიაშვილმაც გაიმყარა ფარქვეშ პოზიციები, თუმცა ის პერიმეტრიდანაც ძალიან სახიფათო იყო და სამქულიანებიც ჩააკალათა.
„ენერჯი–ინვესტი“ მეორე მეოთხედის შუაწელში დაწინაურდა, რის შემდეგაც ზრდიდა და ზრდიდა უპირატესობას. სტუდენტები ანერვიულდნენ, შეცდომებს უხშირეს, ნერვების მოთოკვაც უჭირდათ და როცა სიმშვიდითა და ზრდილობით გამორჩეული მიშა ბერიშვილი მსაჯებმა ტექნიკურით დასაჯეს, კოტე ტუღუშმა ერთ შეტევაში 6 ქულა მიუთვალა რუსთაველებს – 52:40.
 

გიორგი ნიკოლაძე ნტდ–ს ფარქვეშ შეიჭრა
 
ამის შემდეგ „სასოფლო“ ბევრს ეცადა, მაგრამ ლიდერობადაბევებულ მასპინძლებს ვეღარაფრით დაეწია. უნდა აღინიშნოს, რომ „ენერჯიმ“ ბოლო მეოთხედი თითქმის მეორე შემადგენლობიტ ჩაატარა, თუმცა ამით თავი ხიფათში არ ჩაუგდია.
მეორე ნახევარფინალი გაცილებით საინტერესო და დრამატული გამოდგა. მთელი თამაშის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და ყველაფერი საფინალო სირენამდე 2 წამიტ ადრე გადაწყდა, როცა ენტედე–ლმა ზაურ ფაშაევმა გადამწყვეტ შეტევაში ბურთიო დაკარგა, თუმც მანამდელ ამბებსაც მოგითხრობთ…
ბოლო მეოთხედში, როცა ვითარება ძალიან დაიაბა, ავიატორებს ვატო ნაცვლიშვილი გაუძღვა წინ: მეოთხე პერიოდის საწყის წუთებზე, როცა თამაში ერთგვარად გაიხსნა, ნაცვლიშვილმა ერთმენეთის მიყოლებით 6 ქულა ჩააგდო, თუმცა ნტდ-ელები “ავიატორებს” უკან მისდევდნენ და თუნდაც 4 ქულით დაწინაურების საშუალებას არ აძლევდნენ.
მეოთხე პერიოდის ბოლოს არც ერთი კალათი ბურთს აღარ იღებდა. მას შემდეგ, რაც გიორგი პირველაშვილმა ერთი საჯარიმო გამოიყენა (სირენამდე 2:35 წუთით ადრე) და “ავია” 71:68 დააწინაურა, ორი წუთი მშრალად მიილია. მატჩის დასრულებამდე 31 წუთიღა რჩებოდა და სრულიად მოულოდნელად მანამდე არაფრით გამორჩეულმა ფუად ნუფტალიევმა შორეული ტყორცნა ზუსტად შეასრულა და – 71:71.
ამის შემდეგ კიდევ ერთი გამოცდილი “ავიატორის” ირაკლი ბერიშვილის ჯერი დადგა, რომელმაც ბურთი მანამ ატარა, ვიდრე ზაურ ფაშაევი არ დააჯარიმა. ირაკლი, ისევე, როგორც მისი ტყუპისცალი, დათო, საჯარიმოებს იშვიათად აცილებს. მისი საჯარიმოს ხაზთან დადგომა “ავიამშენის” დაწინაურებას ნიშნავდა, ოღონდ ირაკლიმ თანაგუნდელებს მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობა მოუტანა – 72:71.
“ნტდ–თბილისს” გადამწყვეტი იერიშისთვის 18 წამიღა ჰქონდა, რაც ფაშაევმა ვერ გამოიყენა. მას ბურთი ირაკლი ბერიშვილმა ჩაუჭრა და აზერბაიჯანელი იძულებული იყო კიდევ ერთხელ დაჯარიმებულიყო. სირენამდე 2 წამით ადრე ბერიშვილმა საფინალო ანგარიში დააფიქსირა – 73:71.
მაშ ასე, 27 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი „ავიამშენი“ ფინალში რუსთავულ „ენერჯი–ინვესტსს“ დაუპირისპირდება. თამაში 16 საათსა და 45 წუთიდან დაიწყება.
 

 

ავიატორი ვატო ნაცვლიშვილი და ნტდ–ელი სერგო ათუაშვილი