საქართველოს
კალათბურთის ფედერაციისა და სუპერლიგის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მეორე
წრის პირველი ტურის 3 მატჩი, რომელიც 2010 წლის 30 იანვარს უნდა გამართულიყო,
გადაიდო.
მიზეზი
ძიუდოში მსოფლიოს თასია, რომელსაც თბილისი და კონკრეტულად სპორტის სასახლე მასპინძლობს.
შესაბამისად, ის მატჩები, რომელიც 30 იანვარს იყო სპორტის სასახლეში დანიშნული, 4
დღის მოგვიანებით, 3 თებერვალს გაიმართება.
აი,
ამ მატჩებმა იცვალეს თარიღი, რომლებიც 30 იანვრის ნაცვლად 3 თებერვალს გაიმართება:
თსუ
– შსს 14:00
სსაუ
– სამედ/აკადემია 16:00
მერანი
– ენერჯი 18:00
„ავიამშენის“
დაშლის გამო მატჩების რაოდენობა ყოველ ტურში ერთით შემცირდა. შესაბამისად,
შეაცვალა თამაშების განრიგი და ზუსტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენს
ვებ–გვერდზე არსებული განახლებული კალენდარი: http://www.superleague.ge/calendar.php
რაც
შეეხება მე–4 ტურის მე–5, ბათუმში ადგილობრივ გუნდსა და „დინამოს“ შორის გასამართ
მატჩს, ამ შეხვედრას ცვლილება არ ეხება და დათქმულ დროს, 29 იანვარს გაიმართება