ავსტრიამ საქართველო საკონტროლო მატჩში დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წარუმატებელი თამაში. იგორ კოკოშკოვის გუნდმა მორიგი საკონტროლო მატჩი წააგო. ამჯერად ქართველთა მომგებნი ავსტრიელები გამოდგნენ, რომლებმაც 89:77 იმარჯვეს.
ბოლო მეოთხედის გარდა ავსტრიელებმა ყველა ათწუთეულში იმარჯვეს. პირველი პერიოდი მასპინძლებმა 23:19 მოიგეს, მეორე – 18:15, ხოლო მესამეში 23:18 იძალეს. ბოლო მეოთხედი ფრედ – 25:25 დასრულდა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ საქართველომ ვერ მოახერხა თამაშის გადარჩენა.
საქართველოს ნაკრები თბილისში ხვალ დაბრუნდება და ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს.
ამხანაგური მატჩი. გესინგი. 4 აგვისტო
ავსტრია 89:77 საქართველო
23:19, 18:15, 23:18, 25:25
საქართველო: ა. ბოისა (3), ფიშერი (5 ქ, 3პ), მარკოიშვილი (12), ფაცაცია (1), სანიკიძე (10ქ, 4მ, 3პ), შენგელია (16ქ, 9მ), ლეჟავა (6), მათიაშვილი (11ქ, 5მ), პულენი (10ქ, 3პ), ბექაური (2), მეტრეველი (1), დვალიშვილი