ავსტრიაში გამგზავრებამდე, ეროვნულმა ნაკრებმა პოდჩეტრტეკში ივარჯიშა (VIDEO)

ავსტრიაში გამგზავრებამდე, ეროვნულმა ნაკრებმა პოდჩეტრტეკში ივარჯიშა (VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრა. ქალაქი ობერვარტი, სადაც 29 ივლისს საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა ამხანაგური მატჩი გაიმართება, სლოვენიური პოდჩეტრტეკიდან ავტობუსით სამი საათის სავალზეა.  ობერვარტში გამგზავრებამდე,  ილიას ზუროსმა გუნდი დილის 11:00 საათზე, პოდჩეტრტეკის დარბაზში ავარჯიშა. კალათბურთელებს ძირითადად სათამაშო კომბინაციებზე მოუწიათ მუშაობა. ფიზიკური დატვირთვები არ ყოფილა, გიორგის ვავეცისი ამჯერად მხოლოდ მცირედი მოთელვებით შემოიფარგლა. ქართველი კალათბურთელები ობერვარტში ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გაემგზავრნენ და ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ დაიგეგმება საღამოს ვარჯიში. ეროვნული ნაკრები ავსტრიაში 14 კალათბურთელით გაემგზავრა: გიორგი ცინცაძე, გიორგი გამყრელიძე, მაიკლ დიქსონი, მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, დუდა სანაძე, ანატოლი ბოისა, მიხეილ ბერიშვილი, თორნიკე შენგელია, ილია ლონდარიძე, ბექა ბურჯანაძე, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი და გოგა ბითაძე.