ავსტრიისა და საქართველოს ამხანაგური მატჩის ტრანსლაცია ავსტრიიდან არ განხორციელდება

დღეს, ავსტრიის ქალაქ ობერვარტში დაგეგმილი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი: ავსტრია – საქართველო ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ამ მატჩის ტრანსლაციის უფლების ექსკლუზიური მფლობელ ავსტრიული ტელეკომპანიის მოლაპარაკება ავსტრიული მხარის ტექნიკური მიზეზების გამო ჩაიშალა.