“ბ” ლიგების (U14 U16 U18) სატურნირო მდგომარეობა და ფოტოები

“ბ” ლიგების (U14 U16 U18) სატურნირო მდგომარეობა და ფოტოები

საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების პარალელურად მიმდინარეობს “ბ” ლიგების გათამაშებაც. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე “ბ” ლიგების ორგანიზატორი გახლავთ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი. აღნიშნულ ტურნირებში ის გუნდები მონაწილეობენ, რომლებიც თბილისის ჩემპიონატებიდან საქართველოს პირველობაზე გასასვლელ კვოტაში ვერ მოხვდნენ. “ბ” ლიგები ასევე ღიაა რეგიონის გუნდებისთვის და 14, 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატებში არაერთი გუნდი მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

გთავაზობთ “ბ” ლიგის” ყველა ასაკობრივი ჩემპიონატის დღემდე დაფიქსირებულ შედეგებსა და სატურნირო ვითარებას.