“ბასკონიას” გამარჯვება მადრიდში და შენგელიას პირველი უქულო მატჩი სეზონში

“ბასკონიას” გამარჯვება მადრიდში და შენგელიას პირველი უქულო მატჩი სეზონში

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ესპანეთის ჩემპიონატში გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. ვიტორიელებმა მადრიდში „ფუენლაბრადას“ 77:69 მოუგო, ქართველი ლეგიონერისთვის კი მატჩი უქულოდ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლდათ შენგელიას პირველი უქულო მატჩი მიმდინარე სეზონში. 

თორნიკემ 17:57 წუთში სამივე ორქულიანი ააცილა და უქულოდ დარჩა. მას აქტივში 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა, პასივში კი – 2 დაკარგვა და 2 პერსონალური ფოლი. ბასკური კლუბის რიგებში საუკეთესო უნგრელი ფორვარდი ადამ ჰანგა იყო, რომელმაც 21 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 15 ქულა ჰქონდა ამერიკელ შეინ ლარკინს, მისმა თანამემამულე ჩარლზ ბადინჯერმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 11 ქულა, 12 მოხსნა.
15 მატჩში 10 გამარჯვებით ვიტორიელები მე-5 ადგილზე არიან. 15 იანვარს, მორიგ ტურში, „ბასკონია“ „ბილბაოს“ უმასპინძლებს.