მეოთხედფინალიდან გამოვარდნილმა გუნდებმა 5–8 ადგილებისთვის განაგრძეს
ბრძოლა. პირველი მატჩი 1 კვირის წინ გაიმართა, „დინამომ“ „სოხუმს“ სძლია,
გუშინ კი ბათუმში „სამედიცინო–აკადემიამ“ ლამის იმარჯვა.
შეხვედრა მოულოდნელად დაძაბულად წარიმართა. ფავორიტად მიჩნეული „ბათუმი“
საკუთარი გულშემატკივრების წინაშე კინაღამ შერცხვა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ
მასპინძლები 3 ქულით აგებდნენ და მხოლოდ ბოლო წუთებზე მოახერხეს ლიდერობის
მოპოვება და საბოლოოდ 96:90 გაიმარჯვეს.
მედიკოს–აკადემიელებს მერაბ ბოქოლიშვილმა ულიდერა, რომელმაც 35 ქულა
ჩააგდო. ორმაგი დუბლით გამოირჩა ნოდარ თენიეშვილი, ვის ანგარიშზეც 17 ქულა და 13
მოხსნა დაგროვდა.
ბათუმელებს კი ტრადიციულად 2 ლიდერი ჰყავდათ – დავით იმნაძე და ბესიკ
ლეჟავა. პირველმა 28 ქულა, 16 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. ლეჟავამ კი 25 ქულას 9
პასიც მიაბა.
ასე და ამგვარად გაირკვა ის 2 გუნდი, რომლებიც მე–5 ადგილისთვის
იბრძოლებენ. ესენი არიან „ბათუმი“ და „დინამო“ და ისინი ბათუმში დღეს, 1 მაისს
შეხვდებიან ერთმანეთს.
სტატისტიკა: http://www.superleague.ge/playoff/08-09/result/263