ბათუმში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი 2004 წელს დაბადებულთა შორის, რომელშიც გუნდები “ბათუმი”, “საქართველო 2004”, თურქული “ტრაბზონსფორი” და სომხური “ერევან არაბკირი” მონაწილეობენ. 22 დეკემბერს ტურნირზე მე-2 ტურის მატჩები გაიმართა. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა “საქართველო 2004”-მა სომხური კლუბი 59 ქულით გაანადგურა. ქართველმა მოზარდებმა ერევნელი თანატოლები 93:24 დაამარცხეს.
ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა “ბათუმმა” თურქულ “ტრაბზონსფორთან” ვერაფერი გააწყო და 24 ქულით – 49:73 დამარცხდა. 2 ტურის შემდეგ 2 მოგებით “საქართველო 2004” ლიდერობს. დღეს გაიმართება ბოლო ტურის მატჩები და შედგება დაჯილდოვების ცერემონიალი.
სტატისტიკის სანახავად დაკლიკეთ ანგარიშებზე
21 დეკემბერი
საქართველო 2004 – ტრაბზონი 63:49
ბათუმი – არაბკირი 108:34
22 დეკემბერი
არაბკირი – საქართველო 2004 24:93
ბათუმი – ტრაბზონსფორი 49:73
23 დეკემბერი
არაბკირი – ტრაბზონსფორი 11:30
ბათუმი – საქართველო 2004