ბათუმმა საერთაშორისო მემორიალს უმასპინძლა

 
 
ა. კილაძისა და ვ. ალთაბაევის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი. ბათუმი. 7–11 ივლისი
                                           
7–11 ივლისს ბათუმის სპორტსკოლამ ტრადიციულ საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირს უმასპინძლა 1994–95 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის. ტურნირში სამი ქვეყნის 5 გუნდი მონაწილეობდა. დაგეგმილი იყო თურქული, კერძოდ ტრაპიზონის გუნდის მონაწილეობაც, მაგრამ იმ გუნდში პრეზიდენტის არჩევნები იყო და თურქებმა ამჯერად თავი შეიკავეს ბათუმში ჩასვლისგან.
ტურნირი ერთ წრედ ჩატარდა – ანუ 5 გუნდი თითოჯერ შეხვდა ერთმანეთს და ჩემპიონიც გამოვლინდა. ყველა მატჩი მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილი „ქუთაისი“. მეორე ადგილი ერგოთ მასპინძელ ბათუმელებს, რის შემდეგაც ადგილები ასე განაწილდა: სომხეთი, აზერბაიჯანი და თბილისის გუნდი.
„ტურნირი ტრადიციულია და წლეულს მან საერთაშორისო ტურნირის სტატუსი შეიძინა. მასში მონაწილეობა აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდებმა მიიღეს. მომავალ წელს იგეგმება თურქული და ბულგარული გუნდების მოწვევაც. ამ შეჯიბრის ჩატარებაში ბათუმის მერია დაგვეხმარა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით“ – განაცხადა აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბადრი შამილაძემ.
 
 
 
 

#

გუნდის დასახელება

1

2

3

4

5

qula

adgfili
1

ბათუმი

 

 
66-94
 

 
67-61
 

 
92-70
 

 
59-48
 

 
7

 
II
2

ქუთაისი

 
94-66
 

 

 
67-46
 

 
100-62
 

 
84-43
 

 
8

 
I
3

აზერბაიჯანი

 
61-67
 

 
46-67
 

 

 
69-71
 

 
60-55
 

 
5

 
IV
4

სომხეთი

 
70-92
 

 
62-100
 

 
71-69
 

 

 
65-51
 

 
6

 
III
5

თბილისი

 
48-59
 

 
43-84
 

   
    55-60
    

 
51-65
 

 

 
4

 

 
 

რურნირის გამატჯვებული “ქუთაისი” 
 
 

“ბათუმი”
 

აზერბაიჯაბის გუნდი
 

სომხეთის გუნდი
 
 

ტურნირის გამორჩეული მოთამაშეები