ბათუმში სუპერლიგის პირველი წრე დასრულდა

 
 
პირველი წრე. მე-9 ტური
ბათუმი 70:87 ენერჯი–ინვესტი
17:27 7:21 22:24 24:15
ბათუმი: ჩხატარაშვილი (6), გ.დოლიძე (3), კეშელავა (22), გ.ბოლქვაძე (5), იმნაძე (21); ჩხაიძე (1), ელიაშვილი (12), თავართქილაძე
ენერჯი: გამყრელიძე (12), ბაბიაშვილი (16), ლეჟავა (10), დიდია (7), უგრეხელიძე (15); ცეკვავა (2), ტუღუში (5), არწივიძე (3), ტუჯანი (11), ჭოჭუა (2), მაჭავარიანი (4)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით მიქელაძე
 
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისა და ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერის “ენერჯი ინვესტის”გამარჯვებით დამთავრდა, რომელმაც პირველი წრე ისე დაასრულა ერთი შეხვედრაც არ წაუგია და შესაძლებლობის მაქსიმუმი – 16 ქულა დააგროვა.
“ენერჯი–ინვესტმა” გამარჯვება პირველივე ტაიმში გაინაღდა, რომელიც 24 ქულის სხვაობით – 48:24 მოიგო. მეორე ტაიმში სტუმრებმა ასალგაზრდებს მისცეს თავის გამოჩენის შანსი. ამით ისარგებლეს მასპინძლებმა და ანგარიშში სხვაობა 17-მდე დაიყვანეს.
შეხვედრაში, 22 ქულით, ყველაზე შედეგიანი იყო “ბათუმის” ფორვარდი ლაშა კეშელავა. 21 ქულითა და 16 მოხსნით, ორმაგი დუბლის ავტორი გახდა კეშელავას თანაგუნდელი, ცენტრალური თავდამსხმელი დავით იმნაძე.
“ენერჯი ინვესტის” მხრiდან ყველაზე მეტი, 16 ქულა მძიმე ფორვარდმა ზვიად ბაბიაშვილმა დააგროვა.