D ჯგუფში გამართული მატჩები ასე დასრულდა: ბულგარეთმა ბელგიას 68:65 მოუგო, ხოლო სლოვენიამ უკრაინა 68:64 დაამარცხა. უკრაინელებმა, რომმელიც პირველი ტაიმის შემდეგ 21 ქულით ჩამორჩებოდნენ, ბოლო პერიოდში მოახერხეს თამაშის გამოსწორება და ცოტაც რომ ეყოჩაღათ, სენსაციასაც მოახდენდნენ, მაგრამ …
რაც შეეხება ბულგარეთისა და ბელგიის დაპირისპირებას, მთელი შეხვედრის მანძილზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და ბელგიელები ბოლო წუთზე 2 ქულით იგებდნენ. საბოლოოდ ბულგარელებმა შეუპოვარი ბრძოლის შედეგად გამარჯვების მოპოვება შეძლეს და ბელგიას ჯგუფიდან გასვლის შანსი თითქმის გადაუწურეს.
მეორე ტურის შემდეგ D ჯგუფის ცხრილმა შემდეგი სახე მიიღო:
1. რუსეთი 2 2/0 138/122 4
2. სლოვენია 2 2/0 135/123 4
3. საქართველო 2 1/1 139/124 3
4. ბულგარეთი 2 1/1 127/132 3
5. უკრაინა 2 0/2 128/141 2
6. ბელგია 2 0/2 124/149 2