ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელგიამ ის შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომლითაც ევროპის ჩემპიონატზე გამოვა. საინტერესოა, რომ გუნდში ვერ მოხვდა ნბა–ში ბელგიელთა ერთადერთი წამომადგენელი, გოლიათი ცენტრი დიჯეი მბენგა. შავკანიან ცენტრთან ერთად ბელგიელთა მწვრთნელმა ედი კასტილსმა კიდევ ერთი მოთამაშე დაიწუნა – „ანტვერპენის“ წევრი ჟან მარკ მვემა. ჩვენი ერთ–ერთი უმთავრესი ოპონენტის საბოლოო შემადგენლობა ასე გამოიყურება:
დიმიტრი ლოუერსი (აველინო, იტალია), როელ მუურსი (ანტვერპენი), გაი მუია (ლიეჟი), იორნ სტეინბახი (ალსტარი), ჯონათან ტაბუ (კრემონა, იტალია), სემ ვან როსომი (სარაგოსა, ესპანეთი), მაქსიმ დე ზეეუვი (პეპინსტერი), მარკუს ფეისონი (ოსტენდე), აქსელ ერველე (ბილბაო, ესპანეთი), რენდი ოვენეკე (ანტვერპენი), კრისტოფ ბეგინი (შარლერუა), ტომას ვან დენ შპიგელი (ოსტენდე).
სწორებ ბელგიასთან მოუწევს ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩის გამართვა ჩვენს ნაკრებს. შეხვედრა 31 აგვისტოს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
დიჯეი მბენგა მწვრთნელმა სახლში დატოვა