ბელგიასთან უკრაინის ნებისმიერ მოგებას საქართველო ჯგუფიდან გაჰყავს

დღეს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება მატჩი, რომელზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფიდან გასვლის ბედი ჰკიდია. ჩვენი ჯგუფის ბოლო მატჩში უკრაინა ეთამაშება ბელგიას და გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გადის.
 
უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში სამი გუნდი – უკრკაინა, საქართველო და ბულგარეთი თანაბარ ქულებს აგროვებენ და ყველაფერს ურთიერთშეხვედრებში ჩაგდებული ქულები გადაწვეტს.
 
საქართველო – უკრაინა                69:53
უკრაინა – ბულგარეთი                 67:56
საქართველო – ბულგარეთი        69:79
 
ქულების დაანგარიშების შედეგად ასეთი ცხრილი მივიღეთ:
 
საქართველო           +6        3 ქულა
ბულგარეთი            –2        3 ქულა
უკრაინა                    –4        3 ქულა
 
ასე რომ, თუკი უკრაინამ ბელგიას მოუგო, საქართველო ჯგუფიდან გადის.