ბექა ბურჯანაძე “სევილიას” დაშორდა

ბექა ბურჯანაძე “სევილიას” დაშორდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე კლუბს დაშორდა. 20 წლის ქართველი ფორვარდი ესპანური პრიმერადივიზიონის „კახასოლში“ თამაშობდა და კონტრაქტით, 2014-15 წლების სეზონის ბოლომდე უნდა ეთამაშა,თუმცა როგორც აღნიშნული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება გაუქმდა.
სად გააგრძელებს კარიერას ბექა ბურჯანაძე, მალე გამოჩნდება. ის სავარაუდოდ ისეთ კლუბში გადავა, სადაც თამაშის მეტი შესაძლებლობა ექნება. „კახასოლში“ მას იშვიათად და ისიც მცირე ხნით უწევდა მოედანზე გასვლა. მთლიანობაში, 2011 წლიდან ბურჯანაძე 30 მატჩში გამოჩნდა მოედანზე, საიდანაც 2 შეხვედრა პლეი ოფის იყო.