ბექა ბურჯანაძემ 2015 წელი გამარჯვებით და საუკეთესო მოთამაშს ტიტულით დახურა

ბექა ბურჯანაძემ 2015 წელი გამარჯვებით და საუკეთესო მოთამაშს ტიტულით დახურა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბექა ბურჯანაძემ საკუთარ თავს და კლუბს კარგი საჩუქარუ გაუკეთა. ესპანეთის მეორე დივიზიონის მორიგ ტურში ქართველი ფორვარდის ლიდერობით „ლეიმა ბასკეტმა“ გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. ლაკორუნიელები ლეიდაში „აკტელ ფორცას“ შეხვდნენ და ბურჯანაძის 22 ქულის წყალობით გაიმარჯვეს – 85:82.

ბექა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გატარა. ბურჯანაძემ 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 22 ქულასთან ერთად ქართველმა ლეგიონერმა 5 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, რითაც მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტრმა მთლიანობაში 29 ერთეული შეადგინა და ის ტურის საუკეთესოობის კანდიდატიცაა.
„ლეიმა ბასკეტმა“ ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილსი გვარიანად დაწინაურდა. 7 მოგებითა და 8 წაგებით ლაკორუნიელები მე-9 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩი ბურჯანაძის გუნდს 3 იანვარს, სტუმრად „პალენსიასთან“ უწევს.