ბექა ბურჯანაძის 13 ქულა და გამარჯვება “ვალიადოლიდთან”

ბექა ბურჯანაძის 13 ქულა და გამარჯვება “ვალიადოლიდთან”

ბექა ბურჯანაძის მორიგი წარმატება ესპანეთში. რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე ქართველის „კორუნა ლეიმა ბასკეტმა“ „ვალიადოლიდს უმასპინძლა და 11 ქულით – 72:61 დაამარცხა. გამარჯვბაში ლომის წილი დაიდო ბურჯანაძემ, რომელმაც 13 ქულა დააგროვა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე 17:25 წუთზე მეტი არ უთამაშია. ამ დროში ბექამ 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 სამიანი ჩააგდო, 13 ქულა დააგროვა და ამას 2 მოხსნაც მოაყოლა. ლაკორუნიელთაგან 15 ქულით ბომბარდირი კაილი როული გახდა.
7 მოგებითა და 9 მარცხით „ლეიმა ბასკეტი“ ესპანეთის 15-გუნდიან მეორე ლიგაში მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ბურჯანაძის გუნდს 16 იანვას სტუმრად „ბურგოსთან“ ელის.