ბექა ბურჯანაძის 14 ქულა და ბრძოლაში გამარჯვება ობრადორიოსთან

ბექა ბურჯანაძის 14 ქულა და ბრძოლაში გამარჯვება ობრადორიოსთან

ესპანეთის პირველობაზე ეფექტური მატჩი მოიგო ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ”. კუნძულელებმა “ობრადარიოს” უმასპინძლეს და ქულუხვ შეხვედრაში 102:100 დაამარცხეს.

გამარჯვებულის გამოვლენას ორი ოვერტაიმი დასჭირდა. მეორე დამატებითი დროის დასრულებამდე 38 წამით ადრე ობრადარიოელებმა ანგარიში დაამრგვალეს – 100:100, თუმცა 13 წამში კანარელმა ჰარპერმა გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო და თავის გუნდს სეზონში მეშვიდე გამარჯვება მოაპოვებინა.

ჰარპერი საბოლოოდ მატჩის ბომბარდირიც გახდა – 25 ქულა ჩააგდო. გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ბექა ბურჯანაძემ: 27 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი. მან 5 ორქულიანი, 3 სამიანი სტყორცნა, საიდანაც 2-2 ჩააგდო, რასაც 4-დან 4 საჯარიმო მიაყოლა.

“გრან კანარიას” 13 ტურის შემდეგ 7 მოგება აქვს. მომდევნო შეხვედრას 21 დეკემბერს გამართავს – კანარულ დერბიში გიორგი შერმადინის “ტენერიფეს” ეწვევა.