ბექა ბურჯანაძის 15 ქულა და დასანანი მარცხი პირველ ტურში

ბექა ბურჯანაძის 15 ქულა და დასანანი მარცხი პირველ ტურში

ესპანეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგა გასულ უქმეებზე დაიწყო, რომელიც 3 ნაწილად – ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგებად იყოდა. ჩვენი ყურადღება ოქროს ლიგისკენაა მიმართული, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი – ბექა ბურჯანაძე ასპარეზობს.
ბურჯანაძე ქალაქ ლა კორუნიას გუნდ ლეიმა ბასკეტის ღირსებას იცავს. პირველ ტურში ბურჯანაძის გუნდმა პალენსიას უმასპინძლა და დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ საბოლოოდ 78:89 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი მასპინძელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა საკმაოდ ბევრი – 26 წუთი ითამაშა. ბექამ 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ მას 15 ქულა და 1 მოხსნა დაუგროვდა. ლაკორუნიელთა რიგებში ბომბარდირი 17 ქულით სერხიო პადრო გახდა, ჩარლზ სტელზერმა კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.
მომდევნო ტურში, 9 ოქტომბერს, ლეიმა ბასკეტი სტუმრად მელილას ეთამაშება.