ბექა ბურჯანაძის 18 ქულა სტუმრად წაგებულ მატჩში

ბექა ბურჯანაძის 18 ქულა სტუმრად წაგებულ მატჩში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის მეორე დივიზიონში გაიბრწყინა. დასანანი ისაა, რომ მისი „ლეიმა ბასკეტი“ ისევ დამარცხდა. მეორე ტურის მატჩში ლკორუნიელები „მელილას“ ესტუმრნენ და მიუხედავად ქართველი ფორვარდის კარგი თამაშისა, 72:86 დამარცხდნენ.
ასეიყო წინა ტურშიც, როცა ბურჯნაძემ 15 ქულა ჩააგდო, მაგრამ მისმა გუნდმა „პალენსიასთან“ წააგო. ამჯერად ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდ და მოედანზე 31 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 14-დან 7 ორქულინი, 3-დან 1 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულასთან ერთად ბურჯანაძემ 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბურჯანაძეზე კარგი შედეგი ლაკორუნიელთაგან მხოლოდ ბენჯმინ სტელერს ჰქონდა, რომელმაც 34 წუთში 19 ქულა მიითვალა.
მომდევნო ტურში „ლეიმა ბასკეტი“ კვლავ გასვლაზე ითამაშებს. 17 ოქტომბერს ლაკორუნიელები „ოურენსეს“ ესტუმრებიან.