ყატარულმა ალ შამალმა, რომლის ღირსებასაც მიხეილ ბერიშვილი და გიორგი ცინცაძე იცავენ, მორიგი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს.
ალ სადთან დიდ ბრძოლაში მოგებულ (73:72) შეხვედრაში ცინცაძეს მონაწილეობა არ მიუღია, ბერიშვილმა კი, რომელმაც წინა ტურში 40 წუთში 42 ქულა მოაგროვა, ამჯერად, შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და 19 ქულას 8 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა წაამატა.
მიხეილმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ემირ მუიკიჩს (22 ქულა, 14 მოხსნა) ჩამორჩა.
ალ შამალს 10 მოგებითა და 3 მარცხით პირველი ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 23 იანვარს, სტუმრად, ყატარ სპორტსთან ჩაატარებს.