საქართველოს ეროვნული ნაკრების 18 წლის წევრმა, გოგა ბითაძემ სერბეთის ჩემპიონატში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა და კვლავაც შეხვედრის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა. ბითაძის “მეგა ბემაქსმა” “ბორაცთან” საშინაო შერკინება 81:88 წააგო, ქართველი ლეგიონერი კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 25:33 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი, 3 ჩაჭრა და 4 დაფარება მოაგროვა.
გოგამ 7-დან 4 ორქულიანი, სამქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“მეგა ბემაქსს” სერბულ ლიგაში 4-დან მხოლოდ 1 მატჩი აქვს მოგებული, მომდევნო მატჩს კი 30 აპრილს, სტუმრად, “ზლატიბორთან” ჩაატარებს.