ბითაძე მოედანს 10 ქულითა და 9 მოხსნით მაიამისთან დაუბრუნდა

ბითაძე მოედანს 10 ქულითა და 9 მოხსნით მაიამისთან დაუბრუნდა

ორკვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო ტრავმით, გოგა ბითაძე მოედანს დაუბრუნდა. ეს მოხდა დღეს, მაიამისთან მატჩში, რომელიც ორლანდო მეჯიქმა სტუმრად, დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში 119:125 წააგო. 

ბითაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 22 წუთით გამოჩნდა. ქართველ ცენტრს მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე – 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ 4-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგო. ცენტრის პოზიციაზე სასტარტოში ვენდელ კარტერმა, მთლიანობაში 36 წუთს ითამაშა, რომელმაც 14 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. პაოლო ბანკეროს შემდეგ ორლანდოს დაუბრუნდა კიდევ ერთი ტრავმირებული ლიდერი ფრანც ვაგნერი, რომელიც მაიამისთან 29 ქულით საუკეთესო იყო. ბანკეროს ანგარიშზე კი 17 ქულა და 6 პასი დაგროვდა.

ბითაძის არყოფნაში ორლანდომ იმდენი მატჩი წააგო, სატურნირო მდგომარეობა გაიუარესა და საპლეიოფო ზონიდან საპლეიინო ზონაში გადაინაცვლა. 24 მოგებითა და ამდენივე მარცხით ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 საფეხურზეა.