ბითაძე საახალწლო მატჩში

ბითაძე საახალწლო მატჩში

სერბეთში წინასაახალწლო მატჩი გამართა გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსმა”, რომელშიც მონაწილეობა გუნდის მოთამაშეებთან ერთად სპონსორებმა, მწვრთნელებმა, კლუბის წევრმა გოგონებმა და სხვა პერსონალმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მთავარ მწვრთნელ დეიან მილოევიჩს, მოედანზე რომ შევიდა, ბითაძის, 11-ნომრიანი მაისური ჩაიცვა .

მატჩის შედეგი უცნობია, სამაგიეროდ ისაა ცნობილი, რომ 30 დეკემბერს “მეგა ბიმაქსი” ნამდვილ მატჩს გამართავს – ადრიატიკის ლიგაზე, მონტენეგროს “მორნართან”.