ბითაძე სერბეთის ეროვნულ ჩემპიონატს 7 ქულით და 3 დაფარებით დაუბრუნდა

ბითაძე სერბეთის ეროვნულ ჩემპიონატს 7 ქულით და 3 დაფარებით დაუბრუნდა

ახალგაზრდულ ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გოგა ბითაძე სერბეთის ეროვნულ ჩმპიონატს დაუბრუნდა.
მისი “სმედერევომ” სერბეთის ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში სტუმრად “ბეოვუკთან” ითამაშა და 67:71 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 23:02 წუთი გაატარა და 7 ქულა, 1 მოხსნა და 3 დაფარება მოაგროვა. 17 წლის ქართველმა5-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა, თავად კი სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე გადაინაცვლა.
“სმედერევოს” ოც ტურში  მხოლოდ 2 მოგება აქვს და ისევ ბოლოსწინა,მე-13 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 18 მარტს, შინ, “მეტალაცთან” ჩაატარებს.