ბითაძის 10 ქულა ბელგრადელთა წინააღმდეგ

ბითაძის 10 ქულა ბელგრადელთა წინააღმდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების 18 წლის წევრი წარმატებულ საკლუბო კარიერას განაგრძობს სერბეთში, საქაც მისმა „მეგა ბიმაქსმა“ ოფიციალური მატჩების წინ ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა. ბიმაქსელთა მეტოქე თანაქალაქელი „ბეოგრადი“ გახლდათ, რომელსაც ბითაძის გუნდმა 100:74 გაანადგურა.
გამარჯვებულთაგან 6 კალათბურთელმა და მათ შორის ბითაძენაც მიაღწია 10-ქულიან ზღვარს. 18 წლის ქართელმა 10 ქულა დააგროვა. ბითაძის გუნდი სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრა 1 ოქტომბერს ელის, როდესაც ადრიატიკის ლიგის ეგიდით, ზაგრების “ციბონას” დაუხვდება.