გოგა ბითაძე სერეთში შეუჩერებელია. უკვე მესამე მატჩია, ქართველი ცენტრის მონაგარი 2 ათეულს სცდება, გასულ ტურში კი გოგამ პირადი რეკორდი დაამყარა და ქვეყნის ერთ-ერთ საუეთესო გუნდთან შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი გაიფორმა. სამწუხაროდ, მას მხარი ვერ აუბეს თანაგუნდელემა და ბითაძის “მეგა ბიმაქსი” შინ “პარტიანთან” 81:90 დამარცხდა.
ბითაძის სარგებლიანობის ინდექსმა 38-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო. გოგა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29:19 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 17 (!)-დან 13 საჯარიმო ჩააგდო. 26 ქულასთან ერთად გოგამ 15 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა, პასივში კი 4 დაკარგვა და ამდენივე ჯარიმა ჰქონდა.
“მეგა ბიმაქსისთვის” ეს გახლდათ პირველი მარცხი სერბეთის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე. 4 მოგებითა და 1 წაგების ბითაძის გუნდი “ბ” ჯგუფში მხოლოდ წაუგებელ “პარტიზანს” ჩამორჩება, “ა” ჯგუფს კი 6-დან 6 მოგებით “ცრვენა ზვეზდა” ლიდერობს. შემდეგ მატჩს ბითაძის გუნდი 19 მაისს, სტუმრად “ნოვი პაჟართან” გამართავს.