ბითაძის 8 ქულა არასრულ 11 წუთში

ბითაძის 8 ქულა არასრულ 11 წუთში

17 წლის ქართველი ცენტრი, გოგოა ბითაძე, სერბეთის ასაკობრივ ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს. ბითაძის „სმედეროვომ“ მე-3 ტურის მატჩში „ბელგრადს“ უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში 93:91 დაამარცხა.
ქართველ ცენტრს მოედანზე მხოლოდ არასრული 11 წუთი მოუწია ყოფნა, რადგან 5 პერსონალური შენიშვნა მიიღო და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. ბითაძემ სროლათა ასპროცენტიანი მაჩვენებელი დააფიქსირა. გოგამ 2 ორქულიანი, სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, 9 ქულას კი 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება წაამატა.
  “სმედერევოს” მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს, შინ, “ნაპრედაკთან” გამართავს.