ბითაძის მეორე მატჩი ნბა-ს განვითარების ლიგაში და მეორე დუბლი

ბითაძის მეორე მატჩი ნბა-ს განვითარების ლიგაში და მეორე დუბლი

ინდიანა პეისერსის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ NBA-ს G ლიგაში მეორე მატჩი ჩაატარა და ფორტ ვეინთან ერთად პირველად დამარცხდა. ვისკონსინ ჰერდთან გამართული მატჩი ფორტ ვეინმა 6 ქულით დათმო – 115:121. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბითაძე ინდიანამ ბითაძე უკვე მეორედ დაუთმო თავის სატელიტ G ლიგის გუნდს და ქართველმაც კვლავ ორმაგი დუბლი გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველი ცენტრი აღნიშნული ლიგის ბინადარი ფორტ ვეინის მაისურით პირველად გასული წლის 15 დეკემბერს ვიხილეთ. მაშინ ფორტ ვეინმა ერი ბეიჰოუქსს 113:93 მოუგო, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე 35:36 წუთი გაატარა და 26 ქულა, 14 მოხსნა (3 შეტევაში), 4 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. 

დღევანდელ მატჩშ გოგამ პარკეტზე 38 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულას, 13 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 3 დაფარებას მოუყარა თავი. ქართველმა ცენტრმა 6 ორქულიანი ჩააგდო, 5-დან ვერცერთი სამქულიანი ვერ გამოიყენა და 3-დან 2 საჯარიმო ზუსტად ესროლა. გოგამ 13-დან 10 ბურთი საკუთარ ფარზე მოხსნა. 

ინდიანამ დაბალ ლიგაში ალიზ ჯონსონიც გაანათხოვრეს, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო. ფორტ ვეინი G ლიგის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ბითაძე სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ფორტ ვეინს უკვე მეორედ დაუთმეს. სავარაუდოა, რომ გოგა ინდიანას მაიამისთან გასამართი მატჩისთვის დაუბრუნდება, რომელიც ხვალ დილით არის დაგეგმილი.