გოგა ბითაძე, რომელიც 17 წლისაა და თავის ასაკობრივ ჩემპიონატთნ ერთად სერბეთის უმაღლეს ლიგაიც თამაშობს, მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა ცენტრმა ამჯერად სერბეთის იუნიორთა ჩემპიონატის შეხვედრაში ისახელა თავი. მისმა “მეგა ბემაქსმა” “ჟარკოვო” იოლად – 80:57 დაამარცხა, გოგა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხითეულში გამოჩნდა და 27 წუთში 17 ქულა, 14 მოხსნა (5 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი, სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, გოგას სარგებლიანობის კოეფიციენტი 36-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში გამორჩეული მაჩვენებელი გახლდათ.
“მეგა ბემაქსს” 12 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ბელგრადულ “ცრვენა ზვეზდას” (14 გამარჯვება) ჩამორჩება. ბითაძის კლუბი მომდევნო შეხვედრას 16 მარტს კიდევ ერთ ბელგრადულ გრანდ “პარტიზანთან” გამართავს, რომელიც 10 მოგებით ადგილზეა.