ბითაძის ოთხიანები და მარცხი ლიდერ “ბუდუჩნოსტთან”

ბითაძის ოთხიანები და მარცხი ლიდერ “ბუდუჩნოსტთან”

გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსმა” ადრიატიკის ლიგის ლიდერ “ბუდუჩნოსტს” უმასპინძლა და 83:94 დამარცხდა. ასპინძლებმა პირველი პერიოდი 31:23 მოიგეს, თუმცა ლიდერობა ვერ შეინარჩუნეს და შეხვედრა 11 ქულით დათმეს.

ახალგაზრდა ქართველი ცენტრი “მეგა ბიმაქსის” სასტარტო ხუთეულში იყო. ბითაძემ 16:22 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია. ბიმაქსელთაგან 15 ქულით საუკეთესო იყო ვლადკო ჩანჩარი, ხოლო “ბუდუჩნოსტში” 18 ქულით ნიკოლა ივანოვიჩი გამოირჩა.

5 მოგებითა და 11 მარცხით 12-გუნდიან ადრიატიკის ლიგაში “მეგა ბიმაქსი” მე-8 ადგილზეა. შემდეგ მატჩს ბითაძის გუნდი 20 იანვარს ხორვატიაში, ზაგრებულ “ცედევიტასთან” გამართავს.