ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ადრიატიკის ლიგის ფინალური სერია გაათამაბრა

ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ადრიატიკის ლიგის ფინალური სერია გაათამაბრა

ადრიატიკის ლიგის ფინალურ სერიაში გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” “ცრვენა ზვეზდას” ანგარიში გაუთანაბრა. სერიის მეოთხე შეხვედრა მონტენეგროში გაიმართა და გოგას თანაგუნდელთა გამარჯვებით, 84:80 დასრულდა.

საფინალო სირენამდე 2:33 წუთით ადრე ანგარიში თანაბარი იყო – 72:72. ამის შემდეგ საოცარი სისზუსტით სტყორცნა ნორის კოულმა და “ბუდუჩნოსტის” გაქცევას დაუდო საფუძველი – 7:0. “ცრვენა ზვეზდამ” თამაში ვეღარ შემოატრიალა და სერიაში ანგარისი გათანაბრდა – 2:2.

კოულმა, რომელიც მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა, 31 ქულა ჩააგდო, 23 ჰქონდა ერლ კლარკს, ხოლო გოგა ბითაძემ 17 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მას სათამასო დრო ფოლების სიჭარბემ შეუზღუდა, ბოლო წუთებს სათადარიგო სკამიდან ადევნებდა თვალს, რადგან 5 ჯარიმა ჰქონდა.

სერიის მეხუთე, საჩემპიონო მატჩი 22 აპრილს ბელგრადში გაიმართება.