ბითაძის მე-9 ორმაგი დუბლი სეზონში | 15 ქულა და 10 მოხსნა ოკლაჰომასთან

ბითაძის მე-9 ორმაგი დუბლი სეზონში | 15 ქულა და 10 მოხსნა ოკლაჰომასთან

ორლანდო მეჯიქის ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში და შედეგიან თამაშს განაგრძობს. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ მისმა გუნდმა წაგებებს უხშირა. გოგა ბითაძემ ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში სეზონის მე-9 ორმაგი დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა კი შინ ოკლაჰომასთან 99:105 წააგო.

გოგამ მოედანზე 27:12 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ბითაძემ 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. გოგამ ერთი სამქულიანიც ააცილა.

ოკლაჰომამ მეორე პერიოდი 18 ქულით (36:18) მოიგო. ორლანდომ მესამე და მეოთხე პერიოდებში გაიმარჯვა, მაგრამ შეხვედრა ვერ გადაარჩინა. შეი გილჯეს ალექსანდერმა სტუმრებს 35 ქულით ულიდერა.

ზედიზედ სამი მარცხის მიუხედავად, ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. ორლანდოელებს 17 მოგების წილ 12 მარცხი აქვთ. ორლანდო მეჯიქი 22 დეკემბერს მაიამი ჰითს უმასპინძლებს.