სიენამ ფინალის მესამე მატჩიც მოიგო
ვლადიმერ ბოისა იტალიის ჩემპიონია!საქართველოს ნაკრების წევრმა და მისმა გუნდმა “სიენამ” სუპერფინალის მესამე შეხვედრაც მოუგეს ბოლონიის “ვირტუსს” და აპენინური საკლათბურთო სამყაროს უძლიერესი გუნდის ტიტული მოიპოვეს. მესამე შეხვედრაში სოლირებდა “სიენას” უკანახაზელი ტერელ მაკინტაირი, რომელმაც 6 სამქულიანიდან 3 გამოიყენა და საბოლოოდ, 22 ქულით გამოიჩინა თავი. “სიენას” რიგებში მიკროტრავმის გამო მხოლოდ 5 წუთი ითამაშა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ლონი ბაქსტერმა, თუმცა ფავორიტებმა მის გარეშეც შესანიშნავად მიიყვანეს საქმე საბოლოო გამარჯვებამდე და 90:82 მოიგეს შეხვედრა.“სიენას” მოთამაშეებმა 34 საჯარიმოდან 29 გამოიყენეს, ხოლო მაკინტაირმა კი 9 საჯარიმოდან ზუსტად მხოლოდ ერთი ვერ შეასრულა.
სიენა – ვირტუსი 90:8227:29, 13:22, 24:17, 26:14სიენა: მაკინტაირი (22 ქ. 3 პ. 2 მ), ფორტე (21 ქ. 3 მ), კაუკენასი (18 ქ. 3 მ. 2 პ), სატო (14 ქ. 11 მ. 2 პ), ვლადიმერ ბოისას არ უთამაშია.ვირტუსი: კროსარიოლი (21 ქ. 7 მ), ჯოვანიონი (13 ქ. 5 მ), ილიევსკი (11 ქ), ვუკჩევიჩი (10 ქ).
სიენამ მოიგო სერია 3:0.