ბოისა ხორვატიულ ფინალშია

ვლადიმერ ბოისას “ზადარმა” დედაქალაქურ “ზაგრებს” ნახევარფინალის მე-2 მატჩიც მოუგო და ხორვატიის საკალათბურთო ჩემპიონატის ოქროს მედლებისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
ზადარელებმა პირველ შეხვედრაში 89:67 იმარჯვეს, ზაგრებში კი უფრო დაძაბული ბრძოლა გამოვიდა და სტუმრებმა მხოლოდ 4 ქულის სხვაობით – 78:74 მოიგეს.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა “ზადარის” სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 29 წუთში 6 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ვოვამ 4-დან 1 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. ბოისამ მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
ფინალური სერია 27 მაისს იწყება და “ზადარის” მეტოქე “ციბონას” იქნება, რომელმაც ნახევარფინალურ სერიაში “სპლიტი” 2:0 დაამარცხა.