ბოისა “პანიონიოსს” დაემშვიდობა

ბოისა “პანიონიოსს” დაემშვიდობა

ვლადიმერ ბოისა „პანიონიოსის“ წევრი აღარ არის. იგი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გუნდის შემადგენლობაში აღარ ირიცხება და საბერძნეთის ჩემპიონატის გასულ ტურში განაცხადშიც არ ყოფილა. მწვრთნელმა გიორგოს ბარძოკასმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი გუნდისთვის საჭირო აღარ იყო. ამის მიზეზად ბერძნული პრესა ბოისას პოზიციაზე მოთამაშე ნიკოს ბარლოსის გამოჯანმრთელებას ასახელებს.

ბოისა დეკემბერში სწორედ ბარლოსის ტრავმის შემდეგ აიყვანეს პანიონიოსელებმა. ბოისა სათადარიგო იყო და მოედანზე მცირე ხნით გადიოდა. მწვრთნელის გადაწყვეტილებას ბერძენი ჟურნალისტები ვოვას ინეტრულობითაც ხსნიან. იგი მატჩში საშუალოდ 2,8 ქულას აგროვებდა.
ბოისას გარეშე „პანიონიოსმა“ საბერძნეთის ჩემპიონატში გუშინ ითამაშა და პირეოსში „ოლიმპიაკოსთან“ 64:73 წააგო. ნიკოს ბარლოსმა 15 წუთს ითამაშა და თავი 7 ქულას მოუყარა. როგორ ბერძნული პრესა იუწყება, „პანიონიოსის“ პრეზიდენტმა ელიას ლიანოსმა, რომელმაც უწყოდა, რომ ვოვას გუნდი უნდა დაეტოვებინა,  ბოისას აგენტს მისი კლიენტისთვის გუნდის ძიების დაწყება რამდენიმე დღით ადრე ურჩია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოისა ათენში რჩება და კლუბისგან გაწყვეტილი კონტრაქტის გამო კომპენსაციის სახით 1 თვის ხელფასს სთხოვს.